ჭურჭელი და აქსესუარები
1–24 / სულ 612
კატეგორია „ჭურჭელი და აქსესუარები“ აერთიანებს პროფესიონალური სამზარეულოს სრული და ეფექტური აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარს. აქ წარმოდგენილია ინდუსტრიული სტანდარტების პროდუქცია, რომელიც შექმნილია კომერციული დატვირთვისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.
დანების პროფესიონალური ხაზი წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის თურქული ბრენდებით. მათ შორის გამორჩეულია PIRGE, კომპანია 140-წლიანი ტრადიციით, რომელიც თავის პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ახდენს. PIRGE-ს დანები დამზადებულია მაღალი სტანდარტების გერმანული ფოლადისგან და განკუთვნილია პროფესიონალების უმაღლესი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ასორტიმენტი, PIRGE-სა და CAVIT-ის ბრენდებით, სრულად ფარავს როგორც ყასბის, ისე შეფ-მზარეულის სპეციფიკურ მოთხოვნებს: შეფის დანები (კლასიკური, სანტოკუ, ნაკირი), ყასბის დანები, ძვლის გამოსაცლელი (საძვალე) დანები, სამზარეულოს ცულები, პურის, ყველისა და თევზის ფილირების დანები, ასევე შაურმის დანები და პროფესიონალური მასათები.
სამზარეულოს აღჭურვის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია თურქული ბრენდი KAPP. იგი ცნობილია თავისი უჟანგავი ფოლადის პროდუქციის გამძლეობით და ფართო, ინდუსტრიული ასორტიმენტით. KAPP-ის ასორტიმენტი ჩვენთან მოიცავს:
- ჭურჭელს: პროფესიონალურ უჟანგავი ფოლადის ქვაბებს (მაღალი, განიერი, სოუსის), ალუმინის ტაფებსა და თავსახურებს.
- გასტრონომიას: უჟანგავი ფოლადის და პოლიკარბონატის გასტრო-კონტეინერებს (GN PAN) ყველა სტანდარტული ზომით (მათ შორის პერფორირებულს).
- დამხმარე აქსესუარებს: პროფესიონალურ ციფრულ სასწორებს, სამზარეულოს თერმომეტრებს (ხორცის, ღუმელის, მაცივრის), დაფების ჩასადგამებს, დანის მაგნიტებს, სალათის ფურცლის საშრობებს, ჩამჩებს, ქაფქირებს, მაშებსა და სერვირების კოვზებს.
- შენახვასა და ტრანსპორტირებას: თერმო ბოქსებს (გადასაზიდ კონტეინერებს) და პიცის ცომის კონტეინერებს.
საცხობი და პიცერიის მიმართულება სრულყოფილად არის წარმოდგენილი სტანდარტული 60×40 სმ საცხობი ლანგრებით (დახვრეტილი, ტეფლონით დაფარული, ალუმინის) და ბაგეტის ლანგრებით, ასევე ALTINBASAK-ის ბრენდის სპეციალიზებული პიცის ინვენტარით (ნიჩბები, დაფები, ლანგრები).
კატეგორიას აერთიანებს ყველა სხვა აუცილებელი აქსესუარი: HACCP სტანდარტის მრავალფეროვანი სამზარეულოს დაფები (წითელი ხორცისთვის, ლურჯი თევზისთვის, მწვანე ბოსტნეულისთვის და ა.შ.) და VARAN-ის ბრენდის სერვირებისა და ბარის ინვენტარი.